კლუბმა „ქიმია და ეკოლოგია“ მეორე სემესტრში აქტიური მუშაობა გააგრძელა, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მოიძიეს და შეისწავლეს ნავთობის, მისი მოპოვების და მასთან დაკავშირებული ეკო პრობლემების საკითხები!

კლუბმა „ქიმია და ეკოლოგია“ მეორე სემესტრში აქტიური მუშაობა გააგრძელა, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მოიძიეს და შეისწავლეს ნავთობის, მისი მოპოვების და მასთან დაკავშირებული ეკო პრობლემების საკითხები. კლუბის წევრებმა მომდევნო აქტივობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ნავთობის ლაბორატორიული გამოხდის ექსპერიმენტში, გამოთვალეს დიზელის ფრაქციის ხვედრითი მაჩვენებელი, გააკეთეს სპექტრალური ანალიზი.


მაისის დასაწყისში კლუბის წევრები ხელმძღვანელ ნინო ფარცვანიასთან ერთად ესტუმრნენ ბიოდიზელის დამამუშავებელ ქარხანას, სადაც გაეცვნენ და მონაწილეობა მიიღეს ბიოდიზელის მიღების ტექნოლოგიურ პროცესებში.


ზემოთაღნიშნულმა კლუბმა 4 ივნისს შეაჯამა კლუბის წლიური მუშაობა. მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს თანამედროვე ტექნოლოგიების მიერ ბუნების დაბინძურების პრობლემები. დარწმუნდნენ თუ რა შთამბეჭდავად იყენებს ბიოდიზელის ქარხანა ნედლეულად სწრაფი კვების ობიექტებიდან ნარჩენ ზეთებს უდანაკარგო ტექნოლოგიით, რაც ეკოპრობლემის გადაჭრის  ერთ-ერთი გზაა.


ზემოთ